Sunday, April 6, 2014

...


პროექტის სახელწოდება
ლონდონის, პარიზის, რომის, სტამბულის ღირსშესანიშნაობები
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეები გაეცნობიან ლონდონის, პარიზის, რომის, სტამბულის ღირსშესანიშნაობებს და განარჩევენ მათ სხვა ქალაქებისაგან
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეისწავლიან აღნიშნულ ქალაქებში არსებულ ღირსშესანიშნაობებს და განარჩევენ მათ ერთმანეთისა და სხვა ქალაქებისაგან
პროექტის მიზნები
კულტურათა დიალოგი: მოსწავლეები გაეცნობიან ლონდონის, პარიზის, რომის, სტამბულის ღირსშესანიშნაობებს;
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და პრეზენტირების უნარები;
მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ უცხო ენაზე მეტყველების უნარ-ჩვევა
მონაწილეთა ასაკი
15, 16 წ
პროექტის მომზადების ვადა:
1 კვირა
პროექტის წარდგენის დრო
45 წუთი
მოსალოდნელი შედეგები   
მოსწავლეები ამოიცნობენ ლონდონის, პარიზის, სტამბულის, რომის ღირსშესანიშნაობებს. შეძლებენ მათ შესახებ ინგლისურად საუბარს და ყოფა-ცხოვრებაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
ინტერნეტი, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, Power Point, სურათები,  პროექტორი, კომპიუტერი
პროექტის მსვლელობა:


აქტივობა 1  პროექტის თემის შერჩევა  და მასწავლებელთან ერთად შეფასების რუბრიკის მომზადება( 1 დღე)
მოსწავლეები ირჩევენ პროექტის თემას/ შესწავლის ობიექტებს
აქტივობა        2     (6 დღე)


ინფორმაციის მოძება და პრეზენტაციის მომზადება
მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად:
 I ჯგუფი  მოიძიებს ინფორმაციას პარიზის შესახებ
II ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას რომის შესახებ
III ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ლონდონის შესახებ
IV ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სტამბულის შესახებ
აქტივობა 3
შესწავლილი მასალის ელექტრონული პრეზენტაცია ( თითო ჯგუფი 5 წთ + 3 წთ კითხვა-პასუხისთვის)
ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ მიერ მომზადებულ პრეზენტაციას
აქტივობა 4  შესწავლილი საკითხის შეჯამება
                 7წთ
მოსწავლეები შეაჯამებენ მათ მიერ მომზადებულ საკითხებს და გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ
აქტივობა 5 შეფასება   6წთ
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით (რომლის შემუშავებაშიც თავადაც იყვნენ ჩართულები), ვისაუბრებთ მათი მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ასევე მივცემ განმავითარებელ შეფასებას, რასაც გამოიყენებენ შემდგომ პროექტზე სამუშაოდ
ხელმძღვანელი
ნათია კიტრიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
natiakitriashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი
www.natiakitriashvili.blogspot.com


No comments:

Post a Comment